დემაგოგია=წარმატებული გამოცდები

November 23, 2010 4 comments

როგორც ხშირად ხდება სწავლისადმი განმსჭვალული ენთუზიაზმი გვერდების წაკითხვასთან ერთად ნელ-ნელა მიილევა ხოლმე, მე ეს განსაკუთრებულად გამოხატულად, მძიმე ფორმებში, მახასიათებს და ამიტომაცაა რომ ასათვისებელი მასალის მხოლოდ 25-30% ვითვისებ კარგად, დანარჩენს კი ფორმალურად მივაფუჩეჩებ ხოლმე, მაგრამ მედიცინა ისეთი სფეროა ხშირად თეორიული მასალის 25-30% არ არისა საკმარისი, ხოდა აი აქ მერხევა..  

აი მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ოტორინოლარინგოლოგიაში გამოცდა მქონდა, გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე კი საგამოცდო ბილეთები დაგვირიგეს, სულ 30 ბილეთი, რომელიც თავის მხრივ 5 საკითხს მოიცავდა. ერთი საკითხის სასწავლად მინიმუმ 3-4 გვერდი რთული სამედიცინო ლექსიკით გაჟღენთილი ტექსტი უნდა წაგეკითხა და როგორმე დაგემახსოვრებინა. მოსამზადებლად 4 დღეს გვქონდა, მაგრამ სწავლას, როგორც ყოველთვის, ბოლო დღეს (ღამეს) საგამოცდო eve-ზე შევუდექი :D

დავიწყე სწავლა და I, II, III, ბილეთები იდეალურად ვისწავლე, მე-4, მე-5 ბილეთებიც კარგად დავამუღამე, მაგრამ ისე იდეალურად არა, როგორც პირველი სამი ბილეთი, მოკლედ ყოველი შემდეგი ბილეთი წინამორბედზე ცუდად ვიცოდი და ალბათ რთული მისახვედრი არ არის თუ რამდენად მოუმზადებელი დავტოვე ბოლო 10 ან 5 ბილეთი, თან უკვე დილის 5 საათი სრულდებოდა და მეც ზედმეტი სწავლით თავი აღარ შემიწუხებია, წიგნი გვერდზე გადავდე და მომავლის იმედით მივეცი ღრმა ძილს :D

გათენდა და მეც გავეშურე კონსტიტუციის ქუჩაზე, ოტორინოლარინგოლოგიის კლინიკაში, სადაც გამოცდა უნდა მქონოდა. გამოცდა მალევე დაიწყო და 20-30 წუთის ლოდინის შემდეგ ჩემი ჯერიც მოვიდა, როდესაც ოთახში შევედი ლექტორი  ჟურნალს თუ რაღაცას ავსებდა და არც შემოუხედია ისე მითხრა აიღე ბილეთიო, მეც მაგიდაზე მიმოფანტულს პატარა ბილეთუკებისკენ დავიხარე და ერთ-ერთი ამოვიღე, სადაც იმ ბილეთის ნომერი იყო მითითებული, რომელიც უნდა ჩამებარებინა.. ავიღე ბილეთი შემოვატრიალე და.. N25..  :( ( არადა აზრზე არ ვარ. ლექტორს ცალი თვალით შევხედე, ის კვლავ რაღაცას ავსებდა და არ შეუმჩნევია როგორ ავიღე ბილეთი, მეც დრო ვიხელთე და აღებული ბილეთი უკან შევაცურე და სწრაფად ახალი ამოვიღე..  დავხედე და… N29..  ბლინ! :( (

ლექტორისთვის აღარ გამიხედია (სად მქონდა მაგდენი დრო) და N29 უცბადვე ისევ უკან დავდე და ახალი ავიღე და ამ დროს ლექტორის ბოროტი ხმა მესმის..  “ჰა, რას შვრები?!”, დამიჭეირეს რაღას ვიზამდი, მაგრამ ბოლოს აღებული ბილეთის ნომერი მაინც ხელში შემრჩა და მეც ჩემს ადგილზე გავეშურე დასაჯდომად, ამოვატრიალე ბილეთი, რომლის ნომერი ჯერ არ მენახა, დავხედე და.. N28

აი ესე ფატალურად არ მიმართლებვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი კარგად განვითარებული თანდაყოლილი დემაგოგიის ხარჯზე გამოცდა მაინც სუპერწამრატებით ჩავაბარე, გამოვიყენე რა წინასწარ

შემუშავებული შაბლონური ფრაზები, ანუ ისეთი ფრაზები რომლითაც ნებისნმიერი დაავადების აღწერაა შესაძლებელი, რომელიც თხრობას ახანგრძლივებს და ლექტორს ნაცარს უყრუს თვალებში,

მაგალითად:  ”დაავადება X პათოლოგიური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ინფექციური აგენტის ორგანიზნმში მოხვედრასთან  და იწვევს ადგილობრივ იმუნურ პასუხს… ბლა ბლა ბლა..”

Passed!!!

Categories: ზოგადი

აინშტაინი და ატომური ბომბი

October 17, 2010 14 comments

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ალბერტ აინშტაინმა ამერიკის პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს წერილის მისწერა:

სერ, უახლოეს მომავალში, ელემენტი ურანიუმი შესაძლებელია გარდაიქმნას ახალ და მნიშვნელოვან ენერგიის წყაროდ.  ამ სიტუაციასთან მიმართებაში წარმოქმნილი საკითხები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და, თუ საჭიროა, სწრაფ მოქმედებასაც კი ადმინისტრაციის მხრიდან. ბოლო ხანებში ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ურანიუმში შეიძლება წარმოიქმნმას ბირთული ჯაჭვური რეაქცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალი და განსაკუთრებულად ძლიერი ბომბების კონსტრუირებას.

ეს გახლავთ წერილის შემოკლებული და შინაარსობრივად საკვანძო მონაკვეთი. საქმე იმაშია, რომ ალბერტ აინშტაინისთვის ნათელი გახდა, რომ მის მიერ შექმნილი ფორმულით (E=mc²) შესაძლებელია ნაცისტებს ბოროტად ესარგებლათ და ატომური ბომბის ასაგებად გამოეყენათ, ეს კი საფრთხეს უქმნიდა შეერთებულ შტატების უსაფრთხოებას. ამ წერილმა საფუძველი დაუდო მოვლენათა განვითარების დიდ ჯაჭვს, რომელმაც შემდგომში ჰიროშიმა-ნაგასაკის  განადგურებაც კი გამოიწვია. ალბერტ აინშტაინი საკუთარ მონათხრობებში ამბობს, რომ ამ წერილის დაწერას მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს.

ეს არის ისტორია E=mc² – ის შესახებ და თუ როგორ შეცვალა მან სამუდამოდ ისტორია და თავად აინშტაინი.

მეორე მსოფლიოს ომის დაწყებამდე 1 დღით ადრე მსოფლიოში ყველაზე განთქმული მეცნიერი, ალბერტ აინშტაინი, ნიუ იორკის გარეთ არსებულ სანაპიროებზე ისვენებდა. იგი ბუნებით პაციფისტი გახლდათ, მას სურდა ევროპაში გამეფებული ძალადობისთვის ზურგი ექცია, ამიტომ იგი გამოიქცა ნაცისტების გერმანიიდან და იმედოვნებდა, რომ მუშაობას სიწყნარეში და სიმშვიდეში გააგრძელებდა, მაგრამ ერთ დღეს მისი სიმშვიდე მოულოდნელმა სტუმარმა დაარღვია, რომელიც თავის დროზე ასევე გამოექცა ნაცისტებს. მისი სახელი იყო ლეო ზილარდი, ასევე ბრწყინვალე მეცნიერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა აინშტაინთან. ლეო ზილარდი მოვიდა, რათა დაერწმუნებინებინა მისი ძველი მეგობარი იმის შესახებ, რომ მსოფლიო ახალი დამანგრეველი იარაღის საფრთხის წინაშე იდგა და რომ მათ აუცილებლად რაიმე უნდა მოემოქმედებინათ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. Read more…

რა სარგებლობა მოაქვთ ანტივირუსებს?!

September 8, 2010 9 comments

ალბათ ყველას გვიყენია ჩვენ-ჩვენ კომპუკებზე სხვადასხვა სახის ანტივირუსები, უფრო მეტიც, ანტივირუსების გარეშე ცხოვრება კომპიუტერისთვის და მათი პატრონებისთვის წარმოუდგენელიც კია.  მე პირადად ხშირად მესმის ხოლმე თხოვნები “რამე ძლიერი ანტივირუსი დამიყენე რა”,  მაგრამ რეალურად უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რას შვრება ანტივირუსი და კონკრეტულად რა ფუნქცია აკისრია მას, ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ კომპიუტერზე ნებისმიერი ერორის ამოვარდნის შემთხვევაში არაკომპეტენტური მომხმარებელი ყველაფერს ვირუსს აბრალებს.

მაგალითად თუ იუზერმა აურაცხელი რაოდენობის ფაილები გადმოწერა ინტერნეტიდან და ამით კომპიუტერზე მეხსირება ამოწურა, მაშინ კომპიუტერზე რაიმის კვლავ ჩაწერის შემთხვევაში პროგრამა მოკრძალებულად ამოაგდებს ფანჯარას, რომელიც იძახის რომ მყარ დისკზე ფიზიკურად აღარ დარჩა ადგილი, ამ დროს ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ თურმე კომპიუტერში ვეღარაფერს იმიტომ ვეღარ იწერს, რომ ვირუსი აქვს! მერე დაგირეკავენ თხოვნით და..  ” აუუ რაღაცის გადმოწერას რომ ვაწვები, რაღაც ვირუსს მიგდებს და სხვა ანტივირუსი დამიყენე რა”  :D

ეს ისე.. ყველაზე პრიმიტიული მაგალითი..  )) მაგრამ სინამდვილეში, მართლა ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც ვირუსი საერთოდ თეორიულ კავშირშიც არ არის პრობლემასთან, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ყველაფერი მას ბრალდება. საწყალი :(   სახელის გატეხვასო..

ასეა თუ ისე ანტივირუსები დამატებითი უსაფრთხოების შეგრძნებას უმაღლებენ ადამიანებს და სავსებით ლოგიკურია, რომ ყველა ცდილობს “ძლიერი ანტივირუსი” ჰქონდეს, რამეთუ უსაფრთხოების შეგრძნებაც ძლიერია.. ))

და მეც..  ჩვეულებრივი მოკვდავივით მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად ვიყენებდი მათ და ისინიც ძალიან წყნარად და ჩუმად მუშაობდნენ ჩემი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერების უკან, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ამოაფრიალებდნენ გამაფრთხილებ მესიჯს ვირუსის ან რაიმე სხვა საზიანო ფაილის კომპიუტერში შემოჭრის ან შესაძლო შემოჭრის მცდელობის შესახებ. ესე შეუმჩნევლად მემსახურებოდა ჩემი “ძლიერი ანტივირუსის” იმიჯის მქონე NOD32 იქამდე სანამ სრულიად შემთხვევით არ ამოვწიე მისი ფანჯარა და რატომღაც ძალიან უსიამოვნოდ თვალში არ მომხვდა შემდეგი წარწერა: “Number of infected files: 0″ ანუ ჩემ ანტივირუსს 5 თვის (ვინდოუსის გადაყენების ბოლო თარიღი) განმავლობაში მრავალი დასკანირებული ფაილისა და ძებნის მიუხედავად არცერთი საეჭვო ფაილი არ უპოვია, აქედან 2 შესაძლო დასკვნამდე მივდივართ:

  1. ან კომპიუტერი საერთოდ არ იყო ვირუსების რისკიშ ქვეშ
  2. ან ანტივირუსი მათ უბრალოდ ვერ ხედავდა

პირველ შემთხვევაში გამოდის რომ ანტივირუსი სულ ტყუილად მუშაობდა და ჩემ ღირებულ ოპერატიულ მეხსიერებას ტყუილად ჭამდა, მეორე შემთხვევა კი სრულიად ანგრევს ანტივირუსის მაღალი უსაფრთხოების შესახებ მითს და მისი მუშაობაც ძალიან უტოპიური გამოდის ))

ამგვარმა დასკვნებმა მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ცოტახანი საერთოდ გამეთიშა ყველანაირი anitvirus/antispyware და მენახა რამდენ ხანს გაქაჩავდა ჩემი კომპიუტერი სრულიად დაუცველ მდგომარეობაში.

“ცოტახანი” 4-5 თვემდე გაგრძელდა, კომპიუტერი მშვენივრად მუშაობდა, არადა შეიძლებოდა ამ დროის განმავლობაში რაიმე ჩუმი ვირუსი შემოჭრილიყო, რომელსაც მე ვერ ვამჩნევდი,  მაგრამ ეს ამბავი ნაკლებად მაინტერესებდა, იმდენად რამდენადაც ჩემს მუშაობაზე ეს არანაირად არ ისახებოდა, მიუხედავად ამისა გადავწყვიტე მაინც გადამემოწმებინა  სისტემა და თავიდან დამეყენებინა anitvirus/antispyware კომპლექტი რათა “უჯრედულ დონეზე” მენახა იყო თუ არა ჩემი კომპიუტერი ავად. ბევრი რომ არ გავაგრძელო 5 თვის დაუცველი კომპიუტერის სკანირების დასრულებისას შედეგი 0 ინფიცირებული ფაილი იყო. დასკვნები თქვენთვის მომინდია..

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, ანტივირუსების უმრავლესობა ხშირად აგდებენ ბევრ სხვადასხვა გამაფრთხილებელ მესიჯებს, მაგალითად ოპერაციული სისტემის  ჩართვისას ყოველთვის შევნიშნავთ შესაბამისი ანტივირუსის ფანჯარას, რომელიც იუწყება რომ ანტივირუსი ჩატვირთვის პროცესშია, ასევე უშვალოდ კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად დავინახავთ ამოვარდნილ შეტყობინებას, განახლების, გააქტიურების, დღიური სკანირების შესახებ, არადა თავად ბევრ ვირუსსაც კი არ ახასიათებთ ამ რაოდენობის მომაბეზრებელი “pop-up” – ები  :P

მოკლედ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ არ დაძვრებით სხვადასხვა 18+ საიტებზე, სკაიპიდან ან სხვა მესენჯერებიდან უცხო პირებისგან არ იღებთ საეჭვო ფაილებს და არ შედიხართ ისეთ ნაკლებად ცნობილ საიტებზე, რომლებიც google-ის ბაზაშიც კი რთულად მოიძებნება, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი ანტივირუსი და ყოველ 20 დღეში ერთხელ არ იტკიოთ თავი მისი თავიდან გააქტიურების გამო.

P.S. თუ ვინმე ამ პოსტის საფუძველზე გადაწყვეტს თავისი სისტემიდან ამოშალოს ანტივირუსი, მაშინ გახსოვდეთ რომ ყველაფერს საკუთარი რისკის ფასად აკეთებთ, რამეთუ ინტერნეტი დიდი სივრცეა, სადაც ასევე დიდია კომპიუტერის დაინფიცირების შანსი. მთავარია იცოდეთ სად და როგორ ეძიოთ ინფორმაცია ))

 

Categories: ზოგადი Tags: ,

ელექტროკარდიოგრაფია, ნაწილი II

March 6, 2010 Leave a comment

Moved To Allmed.ge

Brand New..

January 31, 2010 3 comments

ჩამოვიდა, ჩამოვიდა..

ესეც ჩემი დესკტოპი ჩემი საყვარელი ვოლით :D

Categories: ზოგადი
Follow

Get every new post delivered to your Inbox.