უჯრედი და პლაზმური მემბრანა

მთლიანი პოსტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე Allmed.ge

უჯრედი ცოცხალი ორგანიზმის უმარტივესი სტრუქტურულ–ფუნქციური ერთეულია. არჩევენ ორი ტიპის უჯრედს, ესენია:
1. პროკარიოტული უჯრედები (უბირთვო)
2. ეუკარიოტული უჯრედები (eu – ნამდვილი)

პროკარიოტები
პროკარიოტების უმრავლესობა ბაქტერიებია, მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ეუკარიოტებისგან არის ის რომ მათ არ გააჩნიათ ბირთვი და სხვადასხვა დამატებითი კომპარტმენტები (ორგანელები)
e1839ee183a0e1839de18399e18390e183a0e18398e1839de183a2e183a3e1839ae18398-e183a3e183afe183a0e18394e18393e183982
არ არსებობს ბირთვი ამიტომ დნმ კომპაქტური მასის სახით ცოტოზოლში თავისუფლად მდებარეობს. უჯრედის დნმ–საგან თავისუფალ მიდამოში მრავალრიცხოვანი რიბოსომები მდებარეობს. პროკარიოტების მემბრანას გარსს უჯრედის კედელი აკრავს, რომელიც პროკარიოტებს იცავს და ფორმას უნარჩუნებს.

ეუკარიოტები

პროკარიოტებისგან განსხვავებით ეუკარიოტები უფრო დიდი ზომისაა, დნმ ბირთვიშია განლაგებული და ჰისტონურ ცილებს უკავშირდებიან, ამასთანავე ციტოპლაზმაში სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების მემბრანით შემოფარგლური კომპარტმენტებია. ადამიანის ორგანიზმი მთლიანად ეუკარიოტული უჯრედებით არის აგებული.
e183a3e183afe183a0e18394e18393e18398
უჯრედის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებია ბირთვი და ციტოპლაზმა. ციტოპლაზმა მატრიქსის ან ციტოლზოლისგან შედგება, რომლებშიც ჩანართები და ორგანელები მდებარეობენ, ორგანელებს სხვაგვარად კომპარტმენტებსაც უწოდებენ. კომპარტმენტები ერთი ან ორი მემბრანით შემოსაზღვრული ორგანოებია, ამგვარი სტრუქტურა პროცესების ოპტიმალური და ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა, რადგან კომპარტმენტების მემბრანის ქვეშ სუბსტრატები და ფერმენტები მდებარეობენ, ფერმენტები სუბსტრატების გარდაქმნას უზრუნველყოფენ.

პლაზმური მემბრანა იგივე პლაზმალემა ან ციტოლემა
პლაზმური მემბრანა შერჩევითი განვლადობის უნარის მქონე ბარიერის როლს ასრულებს. იგი უჯრედსა და უჯრედშორის მატრიქსს შორის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და უჯრედშიგა გარემოს მუდმივობას განაპირობებს. ამგვარად პლაზმური მემბრანის 4 ძირითად ფუნქციად შეიძლება ჩაითვალოს:
1. შერჩევითი განვლადობა
2. უჯრედის ფორმისა და სხვადასხვა ცილების მდებარეობის კონტროლი
3. უჯრედის კომუნიკაცია და გამოცნობა
4. ნივთიერებათა ცვლის რეგულირება და უჯრედშიგა გარემოს მუდმივობის უზრუნველყოფა

2-plasmic-membrane1
პლაზმური მემბრანა ორივე მხრიდან თხიერ გარემოს ეხება, ერთი მხრივ ციტოპლაზმას და მეორე მხრივ სისხლი, ლიმფა ან ქსოვილოვანი სითხე, გარეთა ნაწილს ეგზოპლაზმური ზედაპირი ეწოდება ხოლო მემბრანის შიგნითა ნაწილს კი ციტოზოლური. უჯრედის მემბრანის სისქე 7.5 დან 10 ნმ–მდე მერყეობს, მისი ნახვა მხოლოდ ელექტრონულ მიკროსკოპშია შესაძლებელი, ელექტრონოგრამაზე მემბრანას სამშრიანი შესახედაობა აქვს, რომელიც რეალურ სტრუქტურისგან დიდად განსხვავდება.
პლაზმური მემბრანა ფოსფოლიპიდების ორმაგის შრისგან შედგება, ფოსფოლიპიდები ამფიპათიური მოლეკულებია ანუ მათ გააჩნიათ ჰიდროფილური და ჰიდროფობური ნაწილები.
თითოეული ფოსფოლიპიდის მოლეკულა ცხიმოვანი მჟავის ორი გრძელი ჯაჭვისგან და ფოსფოლიპიდური პოლარული თავისგან შედგება. პოლარული თავები ერთმანეთს განიზიდავენ და წარმოიქმნება ნახევრად თხევადი ჩაკეტილი ბილიპიდური სტრუქტურა.

e183a4e1839de183a1e183a4e1839de1839ae18398e1839ee18398e18393e183982

მემბრანული ლიპიდების მეოერე მნიშვნელოვან კლასს ქოლესტერინი და მისი წარმონაქმნები ეკუთვნის. ქოლესტერინი ცხოველური უჯრედების პლაზმურ მემბრანაში საკმაოდ დიდი რაოედნობით გვხვდება, იგი ფოსფოლიპიდების მსგავსად ამფიპათიურია რადგან მის ჰიდროქსილურ ჯგუფს წყალთან ურთიერთქმედება შეუძლია.
ყოველი მემბრანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ჰიდროფობური ზონა, რომელიც მემბრანის შერჩევით განვლადობას სტრუქტურულ საფუძველს წარმოადგენს, როგორც აღვნიშნეთ ელექტრონოგრამაზე მემბრანას სამშრიანი შესახედაობა აქვს, მემბრანის სამშრიანი გამოსახულება იმით არის განპირობებული რომ ოსმიუმის ხსნარი ჰიდროფობურ ცენტრალურ ნაწილში ვერ ჩერდება და ჰიდროფილურ ბოლოებზე გადანაწილდება.

მემბრანი ერთ–ერთი ძირითადი ნაწილის მასში ჩაძირული ცილები შეადგენს, მემბრანაში ლოკალიზაციის მიხედვით ცილებს ორ ჯგუფად ყოფენ:
1. ინტეგრალური ცილები – ჩაძირულია ბილიპიდურ შრეში
2. ტრანსმემრალური ცილები – ისინი ინტეგრალური ცილის ტიპებია, რომლებიც პლაზმური მემბრანის ორივე მხარეს გადასერავენ, ასევე არსებობს ლიპიდები, რომელებიც მრავალჯერ გადასერავენ მემბრანას.

ცილების მთავარი ფუნქციაა უჯრედსა და მატრიქსს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება

biological cells and plasmic membrane

Allmed.ge

This entry was posted in მედიცინა. Bookmark the permalink.

13 Responses to უჯრედი და პლაზმური მემბრანა

  1. უჯრედის ყველა ორგანოიდზე რო იდოს ინფორმაცია არ სჰეიძლებაააა?????? 😕😕😕 ;( 😦 მინდააა!!!!!!!!!! ;( პროექტი მაქ ბიოლოგიაში და არ ვიცი რა ვქნაა!!!!!!!!!!! ! ;( დადეტ რააა………. პლზ ;( ;( ;( (blush
    )

  2. 😀 cota meti inpormacia araaaaaaaa…mchirdeba biologiashiiiiiiiiiiiii

    • ika says:

      რა ვქნა, თავის დროზე რაც მჭირდებოდa ის დავამუშავე და დავდე აქ, რაც არის ეგ არის..😀

  3. ani says:

    mezareba bolomdee wakitxvaaa 😀😀

  4. nia says:

    dzalian kargi namushevaria

  5. nia says:

    shem biologiis maswavlebelze meti ki gcodnia rad ginda meti codna

  6. Ruus.. ! says:

    Auuu meti inpormacia rom yofiliyo ar gvawyendaa .. :))

  7. FoOL* says:

    upro vrclad ro eweros kai iqneba … :\

  8. tokiketi says:

    me kide zogadad mchirdeba cota meti inpormacia ujredze da mis agebulebazeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee (((((((

  9. Nini says:

    sagolll magrad damexmara magram meti rom idos kargi iqneboda :*

  10. teoo :) says:

    მეტი ინფორმაცია მოსწავლისათვის ან აბიტურიენტისთვის აუცილებელი არ არის და ვინმე ბიოლოგობას თუ აპირებს ინტერნეტში არ უნდა ეძებდეს ინფორმაციებს :))

  11. melo says:

    sagol martla dzan magari xar magra damexmare didi madloba:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s