სტატინები

რა არის სტატინები და როგორ მოქმედებენ ისინი?

სტატინები ( HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები )  მიეკუთვნებიან იმ ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტეროლის დონეს იმ ინდივიდებში, ვისაც აღენიშნებათ ჰიპერლიპიდემია ( ცხიმების დიდი რაოდენობა სისხლში) და შესაბამისად იმყოფებიან გულ–სისხლძარღვოვანი დაავადებების გაორმაგებული რისკის ქვეშ.  სტატინები მოქმედებენ ენზიმ HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბირებით.  HMG-CoA რედუქტაზა წარმოიქმნება ღვიძლში და მისი მთავარი ფუნქციაა ქოლესტეროლის სინთეზი.

ქოლესტეროლი არის ცხიმის მაგვარი ნივთიერება, რომელიც მოიპოვება სისხლში და სხვადასხვა უჯრედებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქოლესტეროლი ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთიერებაა და ყველა ჯანმრთელი ორგანიზმის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. ქოლესტეროლის 75% ღვიძლში და ორგანიზმის სხვა უჯრედებში სინთეზირდება, ხოლო 25%–ს ადამიანი საკვებიდან იღებს.

ქოლესტეროლმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე თუ სისიხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე დასაშვებზე მაღალია. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL – Low Density Lipoprotein) დონის ამაღლებას სისხლში სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება შეუწყონ ხელი, მაგ. არაჟანსაღი საკვები, გენეტიკური ფაქტორები, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და მოწევა.  HDL – High Density Lipoprotein ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ასევე ცნობილი, როგორც “კარგი” ქოლესტეროლი, ქოლესტეროლის სახეა, რომლის რაოდენობა სისხლში უნდა აღემატებოდეს 40მგ/დლ–ს

როგორც ზევით აღვნიშნეთ ქოლესტეროლის, კერძოდ კი LDL ქოლესტეროლის მაღალი რაოდენობა სისხლში, გულ–სისხლძარღვოვან სისტემას გაორმაგებული რისკის ქვეშ აყენებს, რამეთუ ქოლესტეროლი სისხლძარღვებში წარმოქმნის ფოლაქებს, რომლებიც არტერიების კედლებზე გროვდება და ავიწროებს სისხლძარღვის დიამეტრს, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მთლიანად დაიხშოს სისხლძარღვის კედელი, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმის იმ ნაწილს, რომლის სისხლძარღვის ჩაკეტვასც მოხდა ვერ აწვდის სისხლს შესაბამის ორგანოს და იწყება იშემია. მაგალითად თუ ფოლაქი დაეხშო კორონარულ არტერიებს, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი, თუ დაიხშო ის სისხლძარღვები, რომლებიც თავის ტვინს მიაწოდებენ სისხლს, ვითარდება ინსულტი…. to be continued..

This entry was posted in მედიცინა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s