დემაგოგია=წარმატებული გამოცდები

როგორც ხშირად ხდება სწავლისადმი განმსჭვალული ენთუზიაზმი გვერდების წაკითხვასთან ერთად ნელ-ნელა მიილევა ხოლმე, მე ეს განსაკუთრებულად გამოხატულად, მძიმე ფორმებში, მახასიათებს და ამიტომაცაა რომ ასათვისებელი მასალის მხოლოდ 25-30% ვითვისებ კარგად, დანარჩენს კი ფორმალურად მივაფუჩეჩებ ხოლმე, მაგრამ მედიცინა ისეთი სფეროა ხშირად თეორიული მასალის 25-30% არ არისა საკმარისი, ხოდა აი აქ მერხევა..  

აი მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ოტორინოლარინგოლოგიაში გამოცდა მქონდა, გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე კი საგამოცდო ბილეთები დაგვირიგეს, სულ 30 ბილეთი, რომელიც თავის მხრივ 5 საკითხს მოიცავდა. ერთი საკითხის სასწავლად მინიმუმ 3-4 გვერდი რთული სამედიცინო ლექსიკით გაჟღენთილი ტექსტი უნდა წაგეკითხა და როგორმე დაგემახსოვრებინა. მოსამზადებლად 4 დღეს გვქონდა, მაგრამ სწავლას, როგორც ყოველთვის, ბოლო დღეს (ღამეს) საგამოცდო eve-ზე შევუდექი😀

დავიწყე სწავლა და I, II, III, ბილეთები იდეალურად ვისწავლე, მე-4, მე-5 ბილეთებიც კარგად დავამუღამე, მაგრამ ისე იდეალურად არა, როგორც პირველი სამი ბილეთი, მოკლედ ყოველი შემდეგი ბილეთი წინამორბედზე ცუდად ვიცოდი და ალბათ რთული მისახვედრი არ არის თუ რამდენად მოუმზადებელი დავტოვე ბოლო 10 ან 5 ბილეთი, თან უკვე დილის 5 საათი სრულდებოდა და მეც ზედმეტი სწავლით თავი აღარ შემიწუხებია, წიგნი გვერდზე გადავდე და მომავლის იმედით მივეცი ღრმა ძილს😀

გათენდა და მეც გავეშურე კონსტიტუციის ქუჩაზე, ოტორინოლარინგოლოგიის კლინიკაში, სადაც გამოცდა უნდა მქონოდა. გამოცდა მალევე დაიწყო და 20-30 წუთის ლოდინის შემდეგ ჩემი ჯერიც მოვიდა, როდესაც ოთახში შევედი ლექტორი  ჟურნალს თუ რაღაცას ავსებდა და არც შემოუხედია ისე მითხრა აიღე ბილეთიო, მეც მაგიდაზე მიმოფანტულს პატარა ბილეთუკებისკენ დავიხარე და ერთ-ერთი ამოვიღე, სადაც იმ ბილეთის ნომერი იყო მითითებული, რომელიც უნდა ჩამებარებინა.. ავიღე ბილეთი შემოვატრიალე და.. N25..  :(( არადა აზრზე არ ვარ. ლექტორს ცალი თვალით შევხედე, ის კვლავ რაღაცას ავსებდა და არ შეუმჩნევია როგორ ავიღე ბილეთი, მეც დრო ვიხელთე და აღებული ბილეთი უკან შევაცურე და სწრაფად ახალი ამოვიღე..  დავხედე და… N29..  ბლინ! :((

ლექტორისთვის აღარ გამიხედია (სად მქონდა მაგდენი დრო) და N29 უცბადვე ისევ უკან დავდე და ახალი ავიღე და ამ დროს ლექტორის ბოროტი ხმა მესმის..  “ჰა, რას შვრები?!”, დამიჭეირეს რაღას ვიზამდი, მაგრამ ბოლოს აღებული ბილეთის ნომერი მაინც ხელში შემრჩა და მეც ჩემს ადგილზე გავეშურე დასაჯდომად, ამოვატრიალე ბილეთი, რომლის ნომერი ჯერ არ მენახა, დავხედე და.. N28

აი ესე ფატალურად არ მიმართლებვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი კარგად განვითარებული თანდაყოლილი დემაგოგიის ხარჯზე გამოცდა მაინც სუპერწამრატებით ჩავაბარე, გამოვიყენე რა წინასწარ

შემუშავებული შაბლონური ფრაზები, ანუ ისეთი ფრაზები რომლითაც ნებისნმიერი დაავადების აღწერაა შესაძლებელი, რომელიც თხრობას ახანგრძლივებს და ლექტორს ნაცარს უყრუს თვალებში,

მაგალითად:  “დაავადება X პათოლოგიური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ინფექციური აგენტის ორგანიზნმში მოხვედრასთან  და იწვევს ადგილობრივ იმუნურ პასუხს… ბლა ბლა ბლა..”

Passed!!!

This entry was posted in ზოგადი. Bookmark the permalink.

5 Responses to დემაგოგია=წარმატებული გამოცდები

  1. ოტოლარინგოლორააა?🙂🙂 დამახსოვრება ხო უნდა ასეთ ტერმინებს :))
    მეც ეგრე ვარ, ან ძალიან მიმართლებს, ან ძალიან არ მიმართლებს. საშუალო არ არსებობს :))

  2. 2 says:

    magari iyo :))))))

  3. NATHALIE says:

    dzn magari iyooo :D:Dsagol ikaaa:D:D:D

  4. ლადი says:

    ნეტა როგორი იქნება ჩემი პირველი გამოცდა😡 სავარაუდოდ საკაცით გამომიყვანენ, შენ კიდე გაგიმართლა ლექტორთან მიმართებაში :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s