Come te nessuno mai…

მთელი ჩემი შეგნებული ბავშვობა ალექს დელ პიეროს და იუვეს ვგულშემატკივრობდი. ყველაზე მეტად რაზედაც ვნერვიულობდი იუვე და ალე იყვნენ. არც ვიცი ზუსტად როდიდან დავიწყე დელ პიეროს გულშემატკივრობა, მაგრამ დაახლოებით იმ პერიოდში ვნახე პირველად დელ პიეროს თამაში, როდესაც “ის” ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდა და ნამდვილად არ მახსოვს რამ მომხიბლა მის თამაშში ისე ძალიან, რომ მთელი შემდგომი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაშიც ყველა საფეხბურთო საკითხი, რაც დელ პიეროსთან იქნებოდა დაკავშირებული ძველი პატარა ბავშვივით განმეცადა.

დელ პიერო სრულყოფილი ფეხბურთელი იყო, ყველაფერი ქონდა; მითიური დარტყმა ორივე ფეხით, სტანდარტულები, პასი, მოედნის ხედვა, ტექნიკა,თამაშის რიტმის შეგრძნება, გოლის ალღო,  არცერთი უაზრო დრიბლინგი, უაზრო ცირკაჩული ფინტი, ყველაფერში ზომიერება და უმაღლესი კლასი.

დელ პიეროს პოსტერებით მქონდა სავსე ოთახი, პირველი დედაჩემმა მაჩუქა, იცოდა დელ პიერო მიყვარდა და ერთხელ სკოლიდან რომ მოვედი და ოთახში შემოვედი დელ პიეროს პოსტერი დამხვდა. სადღაც გადააწყდა დედაჩემი, მითხრა რო დავინახე გამახსენდი და გიყიდეო. იმ პოსტერს ჩემით მივამატე ბევრი სხვა და მთელი კედელი დელ პიეროთი და იუვეს ფეხბურთელებით გავავსე, დედაჩემი კი ნანობდა პირველი პლაკატი არ უნდა მეყიდა, მთელი კედელი გააფუჭეო, მაგრამ რაღას იზამდა..

რამდენი წელი გავიდა და დღეს ალეს ბოლო მატჩს ვუყურე ..

როგორ ტეხავს და  რა ცუდი გრძნობაა როდესაც შენი საყვარელი ფეხბურთელი მიდის ფეხბურთიდან,  მიდის.. მაგრამ როგორ მიდის?!

რა ქნას, ესეთია.. არ შეუძლია სხვანაირად, სულ ვამბობდი და ვფიქრობდი რო ყველაფერი დელ პიეროსთან დაკავშირებული რაღაც საფეხბურთო რომანტიზმით არის მოცული, თავის კარიერის ყოველი ნაწილი. ყოველთვის ეგრე იყო, არ შეუძლია ჩვეულებრივად გააკეთოს რამე, სულ რაღც სიმბოლიზმი უნდა დასდევდეს თან და ჩემნაირ გულშემატკივარს უხერხულ სიტუაციაში აგდებდეს და ცრემლებით ხეთქავდეს.. თან არ მიზიდავს ზოგადად სენტიმენტები, განცდები და რაღაცეები, არც ვლაპარაკობ და არც ვფიქრობ უაზროდ ცხოვრებისეულ სიბრძნეებზე, მაგრამ დელ პიეროს წასვლას იუვედან ესე ვერ გავატარებ..

ალე 18 წლის მოვიდა და ეხლა 37 წლის ასაკში ტოვებს იუვეს. 19 წელი  ემსახურა თავის გუნდს გულმოდგინედ.   ამ 19 წლის განმავლობაში ალე გახდა იუვეს ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელი, გაიტანა ყველაზე მეტი გოლი, ითამაშა ყველაზე მეტი მატჩი, მოიგო ყველაზე მეტი ტიტული, მოხსნა ყველა შესაძლო რეკორდი.. იყო კაპიტანი..10 ნომერი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ კლუბში

იუვე როდესაც სერია ბ-ში გააგდეს, ალე პირველი იყო ვინც გუნდთან ერთად დარჩა
და დღეს როგორც გამარჯვებული ისე მიდის..

ვიცოდი რო მიდიოდა, მაგრამ არ ვამახვილებდი ყურადღებას, მქონდა იმედი რომ დარჩებოდა, სხვანაირად არც წარმომედგინა, მაგრამ ალემ თავისი კარიერის განმავლობაში როგორც გულშემატკივარს იმდენი დადებითი ემოცია მაჩუქა, რომ თითქოს უკვე გამძღარი ვიყავი, მეტს ვერ მოგცემს ფეხბურთელი, ალბათ უკვე მზად ვიყავი წასულიყო, ღიმილით და სინანულის გრძნობით გამეცილებინა..  ჩვეულებრივად, სასიამოვნო მომენტებს გავიხსენებდი და დავემშვიდობებოდი ჩემ ლეგენდას..

მაგრამ.. ამას ხო არ შეუძლია ნორმალური გრძნობით და ემოციით წავიდეს, არ გაეტანა და ისე წასულიყო?! მარტო ეს რომ იყოს იტყვი გაუმართლა, ბოლო მატჩში გაიტანაო, მაგრამ მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე საჭირო, ყველაზე სიმბოლურ მომენტებშიც ესე ხდებოდა, ამიტომ მიყვარს ეს კაცი.. გიჟია, ხელოვანია და შეუძლია ფეხბურთი დაუვიწყარ ემოციად აქციოს

ყველაზე მეტად ის მიტყდება, რომ ადრე მიდის, ხო ადრე.. პარადოქსულად ჟღერს 38 წლის კაცისთვის ფეხბურთიდან “ადრე” წასვლა, მაგრამ როცა შეგიძლია?! ჩემთვის დელ პიერო არ დაბერებულა, არ ყოფლა ჩემი გულშემატკივრობის პერიოდში პერიოდი, როცა დელ პიერო ვეღარ თამაშობდა..  “სიბერეშიც” სულ ყველაზე ყველაზე უფრო გადამწყვეტი, შემოქმედი და კლასნი იყო
რა ვუყო ..  რო არ შეეძლოს, რო ვერ დარბოდეს, ვერ ასრულებდეს და არ აკეთებდეს ხო მარა.. იუვეს რო გულშემატკივრობ და მატჩის დროს რაღაც რო ვერ მიდის კარგად და 38 წლის ალექსას იმედი გაქვს, იმენა იმედი, რეფლექსი რო ალექსა გიშველის და მართლა ეგრე რო ხდება. რამდენჯერ მქონია შემთხვევა, იუვე ვერ იგებს.. და გამიფიქრია გამოვა ალე შეაბზრიალებს თავისი მითიური დარტყმით ბურთს ლამაზად.  მერე ვჩერდები და ვფიქრობ –  “სულ ეგრე ხო არ მოხდება, წინაზე ხო ქნა უკვე?!”..    მარა არა, გამოვა და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ყველაზე მაგრად რომ გაგიხარდება ზოგადად გოლი.. მაშინ გაიტანს..    ასაკს არ აქვს მნიშვნელობა..

მაგრად მინდოდა რომ გაეტანა ბოლო ოფიციალურ მატჩში

მიიღო ალემ ბურთი მე-2 წუთზე და ეგრევე ტრავმა  მიიღო, ესეც შენი საოცნებო და სიმბოლური ბოლო მატჩი – ვიფიქრე.     აშკარად უჭირს და მატჩს რომ რამე მნიშვნელობა ჰქონოდა მოითხოვდა კიდეც ალბათ ცვლილებას, ვუყურებ და კოჭლობით დარბის, იქით ექიმებს უყურებს, იჭყანება, ეტყობა რო ვეღარ გააგრძელებს მატჩს და აი აქ ვიფიქრე რომ სისულელე იყო იმის ფიქრი რომ წინასწარ დაწერილი ფილმის სცენარივით ჰეფი ენდით დამთავრდებოდა ყველაფერი.

ბოლო მატჩი და ეგრევე ტრავმა.. და თითქოს მორჩა, რა სიმბოლიზმი?! რის სიმბოლიზმი?! ტრავმა მიიღო და გავა ეხლა.. კაი რა, მართლა ყველაფერი ესეთი სიმბოლური  ხო არ იქნება ბოლო მატჩშიც გაიტანოს. არაუშავს  მაინც ზევსია ჩემთვის..

მაგრამ  ტრავმიანი დელ პიერო თამაშს აგრძელებს და გოლს იტანს..  სწორედ სიმბოლურად..

რა გოლი გაიტანა?! მიიღო ბურთი, ვიცი რო იქით უნდა გაუშვას, ზევითა მარჯვენა კუთხეში, “ალა დელ პიერო” როგორც ბევრჯერ გაუტანია კარიერაში, მე ვიცი რო ეგრე დაარტყავს, სტადიონმა იცის, ველოდებით, მეკარემაც იცის და იქით ელოდება..  ნაბიჯს დგამს რომ აუღებელი ბურთის აღების შანსი ქონდეს.. მაგრამ ალეს ერთფეროვნება არ უყვარს, ატყუებს ყველას და მარცხნივ უტანს..

მეორე ტაიმის დასაწყისში  ალექსა უნდა გაიყვანოს კონტემ.. აწია დამხმარე მსაჯმა 10 ნომერი და ვიცი ალე ბოლოჯერ უნდა გავიდეს სტადიონიდან და ნელ-ნელა ემოციები მაწვება.  ოთახში ჩემი ძმა და დედაჩემი შემოვიდნენ რაღაცაზე..  “დეე, ნახე დელ პიერო მიდის ფეხბურთიდან, ბოლო მატჩია.. ” … “სულ მიდის დედა?” …..

ვსო ცვლიან ალექსას.. ალემ გამოიხედა და უცბად ვერ გავიაზრე რომ ბოლო წამები იყო დარჩენილი,  სულ მქონდა იმედი რომ დარჩებოდა…  მერე სტადიონს თავი დაუკრა, ყველა ფეხბურთელი ერთ ადგილას შეიკრიბა და ტაშით აცილებენ, მოულოდნელად ვიგრძენი რომ ცრემლები მაწვება..  “არ იტირო, ტეხავს შეჩემა” ვფიქრობ ჩემთვის, მეუხერხულება ჩემებთან..  კბილებს ვაჭერ ერთმანეთს “ტეხავს, ტეხავს..”     ვსო უკვე უნდა წამომივიდეს.. “სტალინი, ჰიტლერი.. გლობალიზაცია.. 7X7=42.. არა 49, რენინ-ანგიოტენზინის მოქმედების მექანიზმი, პამელა ანდერსონი”  მაინც ვერ გადამაქვს ყურადღება, თან სხვაგან მინდა გავიხედო მარა ვერ გავმაზავ ამ მომენტს.. აჰა უკვე წამომივა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ცრემლის სეკრეტორული ჯირკვლების არაბუნებრივი კონტორლის  ხარჯზე შევაჩერე როგორღაც.. და ვდრუგ ვიღაც ტვლიპინა გულშემატკივარი იჩითება ეკრანზე და ტირის ბავშვივით…. შევხედე, ვეღარ მოვითმინე და ამიტყდა ტირილი მეც..  თან სხვადასხვა მომტირალე ადამიანებს ანახებენ, მეც აღარ მიჩერდება ცრემლები.. და მერე იმენა მომყვა და მომყვა..

არვიცი, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მართლა დამთავრდა რაღაც, თითქოს ერთად ვიზრდებოდით მე და ალექსა,  კვირიდან-კვირამდე, წლების განმავლობაში. თითქოს მართლა ცოტა ხნის წინ იყო, როცა 8 წლის ვიყავი, ვიჯექი საბან მოხვეული ტელევიზორის წინ, ჩაბნელებულ ოთახში და ამის თამაშებს ვუყურებდი და ეხლა..

მიხარია, რომ ამ ლამაზი და სიმბოლური კადრებით იხურება ალეს კარიერა, გამარჯვებული წავიდა 20 წლის მერე იმიტომ რომ ჩემპიონი იყო..

მე იუვეს ისევ ძველი შეამართებით ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ძალიან დიდი რაღაც დამაკლდება. არ არსებობს ჩემთვის იუვე ალეს გარეშე და პირიქით…

აღარ იქნება ჩემთვის ზოგადად ფეხბურთი იგივე, არადა რამხელა ბედნიერების მოტანა შეუძლია ამ სპორტს ხალხისთვის, ვინც მართლა გულით გულშემატკივრობს და მთელი არსით არის ჩართული თავისი გუნდის არსებობაში, წარსულზე, მიღწევებზე, სტატისტიკებზე, თამაშებზე, მომავლის მატჩებზე და ა.შ.

ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც შენი გუნდი იგებს რაღაც მნიშვნელოვანს, როდესაც მნიშვნელოვან გოლს იტანს და ათმაგად უფრო სასიამოვნოა ეს ყველაფერი, როდესაც შენი საყვარელი ფეხბურთელი აკეთებს ამას.  აღარასოდეს აღარ მექნება თითქოს იმ არაფრის მომცემი ბედნიერების შეგრძნება როცა ალეს გააქვს გოლი.. და ყვირი, გიჟი ხარ, ამაყობ. მეორე დღეს სასიამოვნო აშუშენიით იღვიძებ.

ალეს შესთავაზეს 10 ნომრის ამოღება იუვედან, ისე რომ ალეს საპატივცემულოდ სხვას ვეღარასდროს ჩაეცვა, 10 ნომერი, რომელიც ფეხბურთში სიმბოლოს, ყველაზე ძლიერ და კრეატიულ ფებურთელს ნიშნავს, მაგრამ თვითონ ალექსმა როგორც შესაბამებოდა ისე უპასუხა: “პატარა რომ ვიყავი ვოცნებობდი იუვეს 10 ნომრიანი მაისური მცმოდა, მინდა სხვა ბავშვებსაც ჰქონდეთ ამ ოცნების ასრულების საშუალება”
არადა ერთი მხრივ კარგი იქნებოდა, მერე, წლების მერე, იქით სადღაც მომავალში, პატარა იუვეს გულშემატკივარი რომ იკითხავს, რატომ არ არის ჩვენს გუნდში 10 ნომრით ფეხბურთელიო, ვინმე თეთრ წვერიანი ბაბუა უპასუხებს, რომ ადრე, ერთ დროს, იყო ერთი… ლეგენდა ლეგენდათა შორის, ალექს დელ პიერო..

დამაკლდება ალე …  დამაკლდება დროშები, რომლებიც იუვეს მატჩის დროს ფრიალებენ 20 წელია,  მაგალითად ჩემი საყვარელი, “Come te, nessuno mai” (როგორც შენ არასდოს არავინ) Come te nessuno mai…

This entry was posted in ზოგადი and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s